კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება

კუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, კუს ტბის საბაგირო გზა რეგლამენტით გათვალისწინებული ტექნიკური სამუშაოების გამო, მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება.

“შეზღუდვა 4 სექტემბერს, 09:00-დან 11:00 საათამდე იმოქმედებს. სამუშაოების დასრულების შემდეგ, საბაგირო გზა მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებს.

თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით დისკომფორტისთვის!”-ნათქვამია ინფორმაციაში

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია – ჩვენი ქვეყნის მომავალი არის შრომა, ძლიერი ეკონომიკა
შემდეგი სტატია“გაასაჯაროოს პროკურატურამ, რა მისწერა FBI-ს, არ ვენდობი პროკურატურას”