“გაასაჯაროოს პროკურატურამ, რა მისწერა FBI-ს, არ ვენდობი პროკურატურას”

თამარ ბაჩალიაშვილის დედის თეონა თამაზაშვილის თქმით, FBI-მ საგამოძიებო მოქმედებებში ჩართვაზე უარი იმიტომ განაცხადა, რომ შესაძლოა, ქართულმა საგამოძიებო უწყებებმა გარდაცვალების მიზეზად თვითმკვლელობა დაუსახელეს.

მისი განცხადებით, პროკურატურამ ის წერილი უნდა გაასაჯაროოს, რომელიც FBI-ს საქმეში ჩართვის მოთხოვნით მისწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მას გაუმყარდება ეჭვი, რომ საქმეში მაღალჩინოსნების ხელი ურევია.

“რა დოკუმენტია გაგზავნილი, ღია წერილი უნდა ყოფილიყო. წერილი საჯარო არ არის, რაც კიდევ ერთხელ მიანიშნებს, რომ ზუსტად მაღალჩინოსნები არიან ჩარეული და არ უნდათ გამოძიება. FBI-ს მიაწოდეს ინფორმაცია, სავარაუდოდ თვითმკვლელობა, რის საფუძველზეც მათ უარი განაცხადეს ბაჩალიაშვილის საქმის გამოძიებაზე. მოვითხოვთ დოკუმენტაციას, თუ რა სახის ღია წერილი გააგზავნეს და რა ეწერა იმ წერილში. არ ვენდობი არც ექსპერტს, არც პროკურატურას, არც გამოძიებას და არც არავის”, – განაცხადა თეონა თამაზაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუს ტბის საბაგირო გზა მგზავრებს დროებით ვერ მოემსახურება
შემდეგი სტატიადიდუბის რაიონში შვიდ მისამართზე ასფალტის საფარი მოწესრიგდა