„კუმ დეო – ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“  მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საქველმოქმედო აქციას გამართავს

ხვალ, 4 მაისს, ა(ა)იპ „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში მორიგ საქველმომქმედო აქციას გამართავს – მოსახლეობას უფასო სამედიცინო სერვისს მიაწვდის და ამასთან, მედიკამენტებსაც გადასცემს.

„ეს ჩვენი ორგანიზაციის უკვე რიგით მეხუთე აქციაა – ილტოს ხეობის, ასპინძის რაიონის სოფელ ნაქალაქევის, ახალქალაქის სოფელ კოთელიასა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ სამთაწყაროს შემდეგ, მოსახლეობას უფასო სამედიცინო მომსახურებას მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ წვირმში და ასევე, სოფელ ლატალში გაუწევს. საერთოდ, მსოფლიოსა და შესაბამისად, ჩვენს ქვეყანაში შექმნილი კოვიდპანდემიის გამო, განსაკუთრებით ის ადამიანები, რომლებიც დიდ ქალაქებსა და რეგიონული ცენტრებიდან მოშორებით მდებარე სოფლებში ცხოვრობენ, იმ დილემის წინაშე დადგნენ, რომ სხვადასხვა სამედიცინო მომსახურეობას ვეღარ იღებენ. ადგილობრივებს მედიკამენტებსაც გადავცემთ, რაშიც ფარმაცევტული კომპანია „GM ფარმა“ დაგვეხმარა,“ – ამბობს ა(ა)იპი „კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის თავმჯდომარე, პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე და დასძენს, რომ მსგავს საქველმოქმედო აქციებს ორგანიზაცია მომავლშიც გააგრძელებს.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქველმოქმედო აქცია „საქართევლოს ეროვნული ლატარიის“, ნატალია კვანტალიანის სახელობის სისხლის ცენტრალური ბანკის, „ზედაზენის“, „ჯი-ემ ფარმას“ და მესტიის მუნიციპალიტეტის მერიის თანადგომით ტარდება.

აქციაში რამდენიმე დარგის ექიმი მონაწილეობს. კერძოდ: პროფესორი, კარდიოლოგი სოლომონ ზეიკიძე („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოევრივი ჯანმრთელობისათვის“ თავმჯდომარე); თერაპევტი და ელექტროფიზიოლოგი ქეთევან გოროზია („კუმ დეო – მედიკოსები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“ აღმასრულებელი დირექტორი), ენდოკრინოლოგი ნათია დალაქიშვილი, ნევროლოგი ეკა მამუკელაშვილი.

აქციაში, მოხალისეებად ჩართულები არიან ბექა გოგიაშვილი, გიორგი გოგლიძე და თემო ჯინჭარაძე.

 

banner
წინა სტატიაში„რესპუბლიკური პარტია“ ლევან ბერძენიშვილმაც დატოვა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა