ევროკავშირმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა

ევროკავშირმა ბელორუსულ ავიაკომპანიებს სანქციები დაუწესა – ის ძალაში 5 ივნისს, 00:00 საათზე შევა. სანქციები 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავის იძულებითი დაშვების გამო შემოიღეს და მის ფარგლებში “ბელავიას” და ბელორუსის სხვა სახელმწიფო თვითმფრინავებს ევროკავშირის 27 სახელმწიფოს საჰაერო საზღვრის გადაკვეთა ეკრძალებათ.

გარდა ამისა, ევროპის ეროვნულ ავიაგადამზიდებს ბელორუსში ფრენები ეკრძალებათ.
შეგახსენებთ, რომ 23 მაისს Ryanair-ის თვითმფრინავი ათენი-ვილნიუსის მიმართულებით რეგულარულ რეისს ასრულებდა. მის ბორტზე ბელორუსი ოპოზიციონერი ბლოგერი რომან პროტასევიჩი იმყოფებოდა. თვითმფრინავმა ბელორუსის დედაქალაქში საგანგებო დაშვება განახორციელა მას შემდეგ, რაც შეატყობინეს, რომ თვითმფრინავში ბომბია, რომლიც არასწორი აღმოჩნდა. თვითმფრინავს ბელორუსის სამხედრო ძალების გამანადგურებლები აცილებდნენ, რომელიც პირადად ლუკაშენკოს ბრძანებით მოქმედებდნენ. ჟურნალისტთან ერთად მისი მეგობარი გოგოც დაკავებულია.

banner
წინა სტატიაში„კუმ დეო – ექიმები საზოგადოებრივი ჯანმრთელობისათვის“  მესტიის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში საქველმოქმედო აქციას გამართავს
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის განცხადება ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მყოფი არასრულწლოვნების განგრძობად უფლებადარღვევის ფაქტზე