კულუმბეგოვი – არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში, რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი თავის კოლეგებს მიმართავს და შეახსენებს, რომ ალერგია არ შეიძლება იყოს აცრაზე უარის თქმის მიზეზი.

ბიძინა კულუმბეგოვი facebook-ის საკუთარ გვერდზე კონკრეტულ შემთხვევას განიხილავს.

“ახლა ჩემთან მოვიდა ვაქცინაციის ცენტრიდან გამობრუნებული ადამიანი, მიზეზი 25 წლის წინ ჭინჭრის ციება (ურტიკარია) ანამნეზში.

ჩემო ძვირფასო კოლეგებო, არ არსებობს ალერგიის ფორმა ანამნეზში (ასთმა, რინიტი, დერმატიტი, ურტიკარია, კვინკე…), რომლის დროსაც აცრაზე შეიძლება ადამიანს უარი ეთქვას!,”- წერს კულუმბეგოვი.

banner
წინა სტატიაშიილია ჭიღლაძე – სიკვდილიანობა და ანტივაქსერული განწყობების მაღალი დონე პატრიარქის კისერზეა მორალურად
შემდეგი სტატიაThe Miami Ad School Tbilisi-ში 2021 წლის ოქტომბრის ნაკადის მიღება დაიწყო