კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სააკაშვილთან – მელია ხელისუფლებაზე

თუ „ქართულ ოცნებაში” არიან სახელმწიფოებრივად მოაზროვნეები, არ უნდა მოერიდოთ, კულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სააკაშვილთან, რომ იქნებ ამ გზაზე მათ დახმარება აღმოუჩინოს, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის” ერთ ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ დავით გარეჯში მიმდინარე პროცესების შეფასებისას .

„ქალბატონი ზურაბიშვილი პრობლემის სათავე გახლავთ და არამარტო დავით გარეჯთან მიმართებაში. შეუძლებელია ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში მოღვაწეობდეს და მან სახელმწიფოს პრობლემა არ შეუქმნას. ზურაბიშვილი და პრობლემები არა?-ეს არ არსებობს. ზურაბიშვილი და პრობლემები არის თანმდევი”,-აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, აზერბაიჯანი თავისას ცდილობს და თავისი ვიწრო სახელმწიფობრივი ინტერესებით მოქმედებს.

„აზერბაიჯანმა დაინახა, რომ თბილისში პატრონი არ ჰყავს ქვეყანას. ათწლეულების განმავლობაში ის სადავო ტერიტორია, რაც გაყინული იყო და დავიდარაბა არ იყო, ვხედავთ ახლა რით დამთავრდა. რატომ? იმიტომ, რომ აზერბაიჯანი ცდილობს თავის სახელმწიფოებრივ ინტერსს მიაღწიოს და სად არის ჩვენი სახელმწიფო ინტერესი, სად არის ჩვენი ხელისუფლება? არაა. არ არის არც სახუმარო, არც სასაცილო ჩვენი ხელისუფლების პირობებში მსგავს პრობლემას ადგილი არ ჰქონდა. თუ ჰქონდა მალევე წყდებოდა და ამას ახერხებდა ქვეყნის მესამე პრეზიდეტი მიხეილ სააკაშვილი თავისი ურთიერთობებიდან გამომდინარე, თავისი გამოცდილების გათვალისწინებით. ის ახერხებდა საქართველოს სახელით მოლაპარაკება ეწარმოებინა აზერბაიჯანთან ისე, რომ ერთის მხრივ საქართველოს სახელმწიფო ინტერესები ყოფილიყო დაცული და სტრატეგიული მეზობლის ინტერესებიც არ ყოფილიყო უგულებელყოფილი”,- განაცხადა ნიკა მელიამ.

მიხეილ სააკაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მზად არის დავით გარეჯის საკითხზე იყოს შუამავალი

banner
წინა სტატიაშიჩიჩხიტურის კოშკთან მცირე დაპირისპირება მოხდა
შემდეგი სტატია,,პასუხისმგებლობა ეკისრება,როგორც პრეზიდენტს,ასევე მთავრობას”-სამადაშვილი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე