,,პასუხისმგებლობა ეკისრება,როგორც პრეზიდენტს,ასევე მთავრობას”-სამადაშვილი დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე

პასუხისმგებლობა ამაზე, რა თქმა უნდა, ეკისრება როგორც საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ასევე მთავრობას – ეს განცხადება, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა დავით გარჯში არსებულ ვითარებაზე გააკეთა.

ოპოზიციის წევრები ხელისუფლებისგან მოითხოვენ, რომ აკონტროლოს ვითარება, რათა დავით გარეჯში სიტუაცია კიდევ უფრო არ გამწვავდეს.

„ყველა ადამიანი, ვინც განცხადებებს აკეთებს დავით გარეჯის თაობაზე, გეგმავს მონაწილეობა მიიღოს საპროტესტო აქციებში, უნდა ახსოვდეს ამ ადამიანებს ის საფრთხე, რომელსაც დღეს უქმნის ჩვენს ქვეყანას დაძაბულობის შექმნა საქართველოს და აზერბაიჯანს შორის. პასუხისმგებლობა ამაზე, რა თქმა უნდა, ეკისრება როგორც საქართველოს დღევანდელ პრეზიდენტს, ასევე მთავრობას, რომელმაც უკანასკნელი წლების მანძილზე სრულიად არათანმიმდევრული პოლიტიკა აწარმოვა აზერბაიჯანთან მიმართებაში,“ – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკულუარულად მაინც უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები სააკაშვილთან – მელია ხელისუფლებაზე
შემდეგი სტატიაოთარ ფარცხალაძის მეუღლემ 7 ბინა, კომერციული ფართი და ავტოფარეხები შეიძინა