კულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები და დასაფინანსებელი პროექტები წულუკიანმა გამოაცხადა

კულტურის სამინისტრო, მიმდინარე წელს, მისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, დააფინანსებს იმ პრიორიტეტებსა და პროექტებს, რომლებიც გამოყოფილი გვაქვს „კულტურის ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

კულტურის მინისტრის ინფორმაციით, უწყება სულ 12 პრიორიტეტს დააფინანსებს.

1. ქართული წიგნისა და ლიტერატურის ხელშეწყობა:

• საქართველოში ლიტერატურული ფესტივალების/წიგნის ბაზრობების ხელშეწყობა
• ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ და მთარგმნელობითი კონკურსი „ლიტერა“
• იაკობ გოგებაშვილის სახელობის საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურული კონკურსი
• სალიტერატურო პერიოდული ჟურნალების გამოცემის ხელშეწყობა
• ჟურნალი „კულტურა პლუსი“
• „ახალი ქართული წიგნი“, საგამომცემლო სექტორის ხელშეწყობა
• პროექტი „ცოცხალი წიგნები“
• იშვიათობად ქცეული და საგანმანათლებლო პროცესისათვის საჭირო წიგნადი ფონდის განახლება (თარგმნა ან/და გამოცემა)
• წიგნი-ალბომებისა და საიუბილეო წიგნების გამოცემა;
• მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობის პროექტი: ქართველი კლასიკოსები ინგლისურად – მრავალტომეულის მომზადება
• ქართული საბავშვო ლიტერატურის მხარდაჭერა

2. ქართული თეატრისა და თეატრალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• პროფესიული თეატრების შემოქმედებითი საქმიანობის ხელშეწყობა სადადგმო ან სხვა ხარჯით;
• “საქართველოს თეატრალური საზოგადოების” ხელშეწყობა;
• სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა რეგიონულ თეატრებში;
• რეგიონების პროფესიული თეატრების ხელშეწყობა სადადგმო და/ან საგასტროლო ხარჯებით;
• თანამედროვე დრამატურგიის განვითარების ხელშეწყობა;
• კერძო თეატრების საქმიანობის ხელშეწყობა;
• ბავშვთა/საყმაწვილო კერძო შემოქმედებითი სტუდიების ხელშეწყობა.

3. ქართული პროფესიული მუსიკალური ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• მუსიკალური ფესტივალების ხელშეწყობა;
• სტუდენტთა და პროფესორთათვის მასტერკლასების ხელშეწყობა;
• პიანისტთა საერთაშორისო კონკურსების ხელშეწყობა;
• კლასიკური მუსიკის კონცერტების ხელშეწყობა;
• ვოკალისტთა საერთაშორისო კონკურსებისა და მასტერკლასების ხელშეწყობა;
• კლავირის და პარტიტურის ელ.ვერსიის შექმნა – რევაზ ლაღიძის „ლელა“;
• სახელოვნებო სკოლების/სასწავლებლების მუსიკალური პროექტების ხელშეწყობა.

4. ქართული კინოს ხელშეწყობა:

• ქართული კინომემკვიდრეობის დაცვის ხელშეწყობა (ჩამოტანა, აციფვრა, რესტავრაცია)
• ოსკარზე წარდგენილი ქართული ფილმის სარეკლამო კამპანიის ხელშეწყობა
• საერთაშორისო კინოფესტივალების ხელშეწყობა
• კინოს პოპულარიზაცია “საჯარო კინოდარბაზის პროექტის” ფარგლებში
• დოკუმენტური/სამეცნიერო-პოპულარული კინოს ხელშეწყობა

5. სახვითი და თანამედროვე ხელოვნების განვითარების ხელშეწყობა:

• ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფორუმის „არტისტერიუმი“ ხელშეწყობა
• ახალი და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშებით სამუზეუმო ფონდების შევსება
• საფრთხეში მყოფი ქართული მოზაიკის აღრიცხვა/რესტავრაცია
• ქართული ფოტოხელოვნების ხელშეწყობის პროექტი – „ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტოგრაფიული აღწერა“
• ქართული კარიკატურის ხელშეწყობა
• ძმებ ზდანევიჩების სახელობის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი Fest I Nova

6. სახელოვნებო განათლების ხელშეწყობა:

• სამუსიკო სასწავლებლებში ინსტრუმენტების განახლება
• ახალგაზრდა პიანისტთა ეროვნული კონკურსის ხელშეწყობა
• საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების ეროვნული კონკურსი
• კერძო და მუნიციპალური სახელოვნებო საგანმანათლებლო სასწავლებლების პროექტების ხელშეწყობა
• ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვანთა განათლების ხელშეწყობა
• კლასიკური და ხალხური საკრავების ოსტატთა ხელშეწყობა
• ქართული ხალხური სასცენო სამოსის აქსესუარების ოსტატთა ხელშეწყობა
• საყმაწვილო სასწავლო სტუდიების ხელშეწყობა

7. ქართული ფოლკლორის ხელშეწყობა:

• ხალხური შემოქმედების განვითარება-პოპულარიზაციის მიზნით ფოლკლორის ცენტრის საქმიანობის ხელშეწყობა
• ფოლკლორული ექსპედიციები
• თვითმოქმედი ფოლკლორული ანსამბლების ხელშეწყობა
• ქართული ხალხური ცეკვის მასტერკლასები
• რეგიონებში სალოტბარო სკოლების ხელშეწყობა
• ფესტივალი “არტგენი”-ს ხელშეწყობა
• ქართული ტრადიციული მუსიკის სოლფეჯიო-ჰარმონიის სახელმძღვანელოს შექმნა

8. კულტურაზე ხელმისაწვდომობა:

• ბავშვის მიერ წიგნზე წვდომის მხარდაჭერა
• კლასიკური მუსიკა, ქართული ესტრადა და ფოლკლორი რეგიონებში – რეგიონული პროექტების ხელშეწყობა
• დედაქალაქის პროფესიული თეატრები რეგიონებში – ხელშეწყობა საგასტროლო ხარჯებით
• ინდივიდუალური შემოქმედებითი პროექტების/ინიციატივების განხორციელების ხელშეწყობა რეგიონებში, მათ შორის საოკუპაციო ხაზთან
• ღია და ალტერნატიულ სივრცეებში (სკოლა, მუზეუმი, ბიბლიოთეკა) კლასიკური მუსიკის კონცერტები
• კულტურული პროექტები/ღონისძიებები საზღვარგარეთ მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის
• ერთი შემოქმედი (მსახიობი, მხატვარი, მწერალი, ხელოვნებათმცოდნე და სხვ.) სოფლად
• შემოქმედებითი და საგამომცემლო პროდუქციის რეალიზაციის კონცეფციის შემუშავება

9. მნიშვნელოვანი კულტურული და საფესტივალო ღონისძიებები:

• ჯაზ-ფესტივალების ხელშეწყობა
• რეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი
• ფესტივალებისა და საერთაშორისო მასტერკლასების ხელშეწყობა
• საიუბილეო ღონისძიებები

10. ინოვაციური/თავისუფალი პროექტები:

• ქართული კულტურის, ისტორიისა და მითოლოგიის პოპულარიზაციის ხელშემწყობი კომპიუტერული თამაშების შექმნა
• ტურისტული გიდებისათვის კულტურის სფეროში სპეციალური ტრენინგ მოდულის შემუშავება
• ხელოვანთა სასტიპენდიო/სარეზიდენციო შვებულების ხელშეწყობის პროგრამა
• ინკლუზიური სახელოვნებო პროექტების ხელშეწყობა
• პროექტი “არქეოლოგია ახალგაზრდებთან ერთად”
• ლიტერატურული აგენტის ინსტუტუტის ჩამოყალიბების ხელშეწყობა
• კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა

11. კვლევითი საქმიანობის ხელშეწყობა:

• ქართული კინოსა და კინოინდუსტრიის კვლევა
• ქართული თეატრის პრობლემატიკის კვლევა
• კვლევა ბავშვებს შორის წიგნთან დაკავშირებით
• შალვა ამირანაშვილის სახ. ხელოვნების მუზეუმის „საგანძურში“ დაცული ექსპონატების „თავგადასავალი“
• XX ს-ის ქართული ხელოვნება : საბჭოთა პერიოდის ქანდაკება

12. COVID-19-ის პანდემიით გამოწვეული ზიანის შემცირება:

• თანამედროვე ფერწერის, ქანდაკებისა და ინსტალაციის ხელშეწყობა
• მუსიკოსების, მწერლებისა და სხვა თავისუფალი ხელოვანების ხელშეწყობა
• სამინისტროს სისტემაში დაზარალებული კულტურის ორგანიზაციების საოპერაციო და სხვა აუცილებელი ხარჯები.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშინატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ
შემდეგი სტატიამკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა