ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ

ნატო-ს ბრიუსელის სამიტზე საქართველოს საკითხზეც იმსჯელებენ, – ამის შესახებ საუბარია ალიანსის მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში, სადაც ასახული არის განსახილველი საკითხები და დღის წესრიგი.

კერძოდ, საქართველოს თემა, უკრაინასთან ერთად, მოხვედრილი არის ნატო-ს ბრიუსელის სამიტის დღის წესრიგის დოკუმენტის მეხუთე თავში, რომლის სახელწოდებაა Support rules-based international order და მასში საუბარია ალიანსის მხრიდან საერთო ფასეულობების მქონე ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავებაზე.

„როდესაც საქმე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის დაცვას ეხება, ქვეყნები, როგორიც არის რუსეთი და ჩინეთი, არ იზიარებენ ალიანსის ღირებულებებს. ისინი ამ წესრიგის მიმართ წინააღმდეგობის პირველ ხაზზე არიან. ეს გავლენას ახდენს მოკავშირე ქვეყნების უსაფრთხოებაზე, ღირებულებებსა და ცხოვრების დემოკრატიულ გზაზე. იმისათვის, რომ დარჩეს წარმატებულად და უზრუნველყოს ევროატლანტიკური სივრცის დაცვა და უსაფრთხოება, მოკავშირეთა უსაფრთხოებისათვის მნიშვნელოვან სფეროებში ნატო-მ უფრო დიდი როლი უნდა შეასრულოს წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის შენარჩუნებით და ჩამოყალიბებით. ეს მოიცავს საერთო ღირებულებებისა და ინტერესების ერთხმად დაცვას. ნატო 2030-ის ფარგლებში, მოკავშირეები ასევე მიიღებენ გადაწყვეტილებებს ნატო-სთან ურთიერთობების გაღრმავების საკითხში, ახლო და შორეულ თანამოაზრე ქვეყნებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის აზია-წყნარი ოკეანეთის რეგიონში“, – წერია დოკუმენტში.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიშსს-ს ინფორმაციით, „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის დროს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიაკულტურის ხელშეწყობის პროგრამის პრიორიტეტები და დასაფინანსებელი პროექტები წულუკიანმა გამოაცხადა