კუჭავა: მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო

“მიუხედავად იმისა, რომ არჩევნების დღეს, საარჩევნო უბანზე, „ქართული ოცნების“ სიმბოლიკის ამსახველი პირბადით შესვლა მექანიკური შეცდომა იყო და მიზნად არ ისახავდა წინასაარჩევნო აგიტაციას, ეს იყო კანონდარღვევა, რაც სასამართლომ დაადასტურა და სიტყვიერი გაფრთხილება მომცა.მართებულად მიმაჩნია, რომ აღნიშნული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული ჯარიმა, 2000 ლარის ოდენობით გადავიხადო და ეს თანხა ,,სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო”- წერს სოციალურ ქსელში პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა.

ინფორმაციისთვის, დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტმა, ნონა ქურდოვანიძე გაავრცელა ინფორმაცია, რომ კახა კუჭავა აგიტაციის წესის დარღვევის გამო არ დააჯარიმეს.

შეგახსენებთ, პარლამენტის თავმჯდომარე 2 ოქტომბერს თვითმმართველობის არჩევნების დროს საარჩევნო უბანზე პარტიული სიმბოლიკით მივიდა, მას პირბადე ეკეთა, რომელზეც “ქართული ოცნების” სიმბოლიკა იყო დატანილი.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – თუ პოლიტიკოსობას ინდულგენციად ვაქცევთ, რიგით მოქალაქეს რა პასუხს ვცემთ
შემდეგი სტატია“თუ გინდათ გაიგოთ რამდენად მოსალოდნელია ნაცმოძრაობის ხელისუფლების მობრუნების შემთხვევაში რევანში” – ზურაბიშვილის ხუთი კითხვა