“თუ გინდათ გაიგოთ რამდენად მოსალოდნელია ნაცმოძრაობის ხელისუფლების მობრუნების შემთხვევაში რევანში” – ზურაბიშვილის ხუთი კითხვა

“თუ გინდათ გაიგოთ რამდენად მოსალოდნელია ნაცმოძრაობის ხელისუფლების მობრუნების შემთხვევაში რევანში და ანგარიშსწორება, ეს პირდაპირ კი არ უნდა ჰკითხოთ ნაცმოძრაობის ლიდერებს, წევრებს თუ მომხრეებს (ამ შემთხვევაში რასაკვირველია, ყველა იტყვის არაო), არამედ უნდა მოისმინოთ მათი აზრი ისეთ კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა:

1. იყო თუ არა ციხის კადრები დადგმული?
2. ეხმარებოდა თუ არა რუსეთი 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩევნებში ქართულ ოცნებას?
3. არის თუ არა უდანაშაულო მიხეილ სააკაშვილი ვალერი გელაშვილის ცემის და კობა დავითაშვილის გატაცების საქმეში?
4. იყო თუ არა პოლიციის ძალით დასაშლელი 7 ნოემბრის მიტინგი?
5. სამართლიანად იყო თუ არა დაპატიმრებული ირაკლი ბათიაშვილი?

ვინც ხუთივე კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის არის სასტიკი და დაუნდობელი ანგარიშსწორების მომხრე.

ვინც უმეტეს კითხვაზე გასცემს დადებით პასუხს და დანარჩენებზე ორჭოფულს (“არ ვიცი”, “შეიძლება”, “თავისუფალმა სასამართლომ უნდა დაადგინოს” და ა.შ.) ისიც რევანშის მომხრეა, ოღონდ სასტიკის და დაუნდობელის შეიძლება არ იყოს.

ვინც უმეტესწილად ორჭოფობს და დანარჩენს ეთანხმება, ის შეიძლება არ იყოს რევანშის მომხრე, მაგრამ დიდად არც შეეწინააღმდეგება.

ხოლო ვინც თუნდაც ერთ კითხვაზე გასცემს ცალსახად უარყოფით პასუხს, ესე იგი ის რევანშის მომხრე მართლა არ არის და ყველა სხვა კითხვაზეც უფრო ორჭოფული და ნაწილობრივი პასუხები ექნება, “კი-მაგრამ-თუმცა” სტილში, ვიდრე ცალსახა თანხმობა.

ყველა კითხვაზე უარყოფითი პასუხი კი ნიშნავს, რომ მოპასუხე ნაცი არაა და არც არასდროს ყოფილა.

კითხვები შეიძლებოდა ხუთზე მეტიც ყოფილიყო, მაგრამ რახან 5 ნაცების რიცხვია, იყოს ასე, სიმბოლურად.

ასპროცენტიანი ტესტია. შემოწმებული მაქვს და ჭრის”- წერს დავით ზურაბიშვილი.

წინა სტატიაშიკუჭავა: მართებულად მიმაჩნია, საარჩევნო უბანზე „ქართული ოცნების“ სიმბოლიკიანი პირბადით შესვლის გამო, 2 000-ლარიანი ჯარიმა გადავიხადო და თანხა „სოლიდარობის ფონდს“ გადავურიცხო
შემდეგი სტატიაირაკლი ღარიბაშვილი- არჩილ ჩიქოვანის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები არის სიცრუე და მოსახლეობის შეცდომაში შეყვანის მცდელობა