კუჭავა: სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო წირვას დაესწრო და მოსახლეობას სვეტიცხოვლობა მიულოცა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, სვეტიცხოვლობა საქართველოს სიძლიერის და ერთიანობის სიმბოლოა.

„მინდა, ყველას მივულოცო სვეტიცხოვლობა, ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ერისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაული, სიმბოლო საქართველოს სიძლიერისა და ერთიანობისა. ვუსურვო ჯანმრთელობა და რა თქმა უნდა, წარმატებები საქვეყნო საქმესა თუ პირად ცხოვრებაში“, -განაცხადა კახა კუჭავამ.

პარლამენტის თავმჯდომარე საზეიმო ლიტურგიას მეუღლესთან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ასევე პარლამენტისა და მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: შეგვეწიოს ძალა და მადლი „სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა“ და სიყვარულით, გონივრული მოქმედებით შეგვაძლებინოს ჩვენი საზოგადოების, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება, მისი კეთილდღეობის განმტკიცება
შემდეგი სტატიადეკანოზი ილია სარია: ვისურვებდი, მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და მიეცეს საშუალება ყველა დასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი