დეკანოზი ილია სარია: ვისურვებდი, მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და მიეცეს საშუალება ყველა დასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი

მე ვისურვებდი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და მიეცეს საშუალება ყველა დასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი. ვფიქრობ, მისი ადგილი არ არის ციხეში, – წერს დეკანოზი ილია სარია.

მისივე თქმით, პირადი მტრობა მთავარი მიზეზია ერის დაყოფის, რაც მხოლოდ საქართველოს ბოროტმსურველს ახარებს.

“ჩვენ უნდა შევრიგდეთ, სხვა გზა არ გვაქვს. შერიგებაში ვგულისხმობ, ერის როგორც ნაციონალური ერთობის ფეხზე დგომას.

ეს იმას ნიშნავს, რომ დამნაშავეს ვეტყვით სიმართლეს, მოვუწოდებთ სინანულისკენ და დაზარალებულიც კმაყოფილად იგრძნობს თავს.

მკვდრებს ვერავინ გააცოცხლებს, მაგრამ ცოცხლებს გვჭირდება ქვეყნის განვითარების გზით სვლა. შემაფერხებელ მიზეზად არ შეიძლება წარსულ კონფლიქტებზე აქცენტირება მუდმივად. ვისაუბროთ იმაზე თუ რა გვაერთიანებს და არა იმაზე თუ რა გვყოფს. მტრული საუბრებით ვერასდროს მივაღწევთ ერთობას.

ჩვენს სახელმწიფოსა და ეკლესიას რომ სურდეს ქვეყნის იმაზე უკეთესად განვითარება ვიდრე დღეს იმყოფება (შეიძლება სურდეს, მაგრამ სურვილი არ არის საკმარისი მხოლოდ), იფიქრებდა ისე როგორც ამაზე ფიქრობდნენ თავის დროზე ახალშემდგარი სახელმწიფოები.

შეცდომების გაანალიზებაზე ყველა საუბრობს, მაგრამ კითხვებზე ამომწურავი პასუხი ან პასუხისმგებლობის აღება რთულად ესახებათ. წლებია შეცდომების გაანალიზებაზე გვესმის და ვფიქრობ საკმარისი დრო გვქონდა იმისთვის, რომ საბოლოოდ გავცეთ ნებისმიერ კითხვებს ამომწურავი პასუხი და დავიწყოთ განახლებული, შერიგებული ძალებით ქვეყნის მშენებლობა.

პიროვნული შურისძიებები და პირადი მტრობა მთავარი მიზეზია ერის დაყოფისა, რაც მხოლოდ ჩვენს ბოროტმსურველს ახარებს.

მე ვისურვებდი, რომ ქვეყნის მესამე პრეზიდენტი იყოს გარეთ და მიეცეს საშუალება ყველა დასმულ შეკითხვას გასცეს პასუხი. ვფიქრობ, მისი ადგილი არ არის ციხეში.”- წერს დეკანოზი ილია სარია

banner
წინა სტატიაშიკუჭავა: სვეტიცხოვლობა ძლიერი და ერთიანი საქართველოს სიმბოლოა
შემდეგი სტატიამეუფე გრიგოლი სააკაშვილის გათავისუფლების პეტიციაზე: პატრიარქის კურთხევა თუ იქნება შევუერთდები