კუბილიუსი: ჩვენი განცხადება ძლიერი სიგნალია განსაკუთრებით “ოცნებისთვის”

“საქართველოს მომავალი მანაღვლებს, რადგან პოლიტიკური კრიზისი გრძელდება. (განცხადება) ძლიერი სიგნალია ევროპარლამენტარისგან ყველა პოლიტიკური პარტიისადმი, განსაკუთრებით კი ქართულ ოცნებისთვის, იმისთვის, რათა გამოვიდნენ ჩიხიდან ან ევროკავშირისგან “ნაკლებისთვის ნაკლები” მიიღონ, რაც მტკივნეულია. ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა თავიანთი პასუხისმგებლობისგან გაქცევა უნდა შეწყვიტონ”, – ამის შესახებ ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე,ანდრიუს კუბილიუსი Twitter-ზე წერს.

ამასთანავე, ამავე ტვიტით კუბილიუსი აზიარებს 1 აპრილს გამოქვეყნებულ ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებას, სადაც ისინი წერენ, რომ ევროპარლამენტი საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერებას მოითხოვს.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის შემთხვევების დადასტურების გამო, ფოთში სამკერვალო ფაბრიკა „აჭარა ტექსტილი“ დროებით დაიხურა
შემდეგი სტატიაელისაშვილი: თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო?