ელისაშვილი: თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო?

“მოქალაქეების” ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, კონკრეტულად იყო გაწერილი, თუ როგორ უნდა გათავისუფლებულიყვნენ გიორგი რურუა და ნიკა მელია.

მისი თქმით, “ქართული ოცნება” გიორგი რურუას დაუყოვნებლივ გათავისუფლებაზეც მზად იყო და ამის შესახებ არჩილ თალაკვაძემ კითხვაც დასვა, თუმცა ოპოზიციის უმრავლესობამ ვადამდელი არჩევნების ნაწილზე უარი არ თქვა.

“ძალიან კონკრეტული პოზიცია იყო რურუასთან და ნიკა მელიასთან დაკავშირებითაც, ძალიან ზუსტი პოზიცია იყო ნათქვამი, ვინ როგორ გამოვიდოდა, ითქვა, რომ ევროკავშირის ერთ-ერთი ორგანიზაცია გადაიხდიდა ნიკა მელიას გირაოს, ნიკა მელია გამოვიდოდა გირაოთი, ხოლო შემდეგ მოხდებოდა 20 ივნისის საქმეზე ამნისტია, მარტო მელიაზე კი არა, ყველაზე, ვისაც ბრალი ჰქონდა ამ საქმეზე წარდგენილი. ამის შემდეგ იყო საუბარი, რომ ნოემბერში გიორგი რურუა გამოვიდოდა სამაჯურით, ამაზე იყო შემდეგ დიდი მსჯელობა, რომ დაუყოვნებლივ გამოსულიყო, ბოლოს იყო ასეთი რამ, მეც ვამბობდი, ვთქვი, რომ “ქართული ოცნების” რეალური კომპრომისი იქნება რურუაც დაუყოვნებლივ გამოუშვან, რახან ასეთი ამბავია, ხოლო ოპოზიციის კომპრომისი იქნება, ვადამდელს თავი დაანებეთ-მეთქი, რადგან არგუმენტი აღარ აქვს ვადამდელს და ეს ეწერა ევროკავშირის წინადადებაშიც, რომ ოდირის დასკვნით, არც ისე გაყალბებულა, რომ შედეგზე მოეხდინა გავლენა. თალაკვაძემ თქვა, რურუა რომ დაუყოვნებლივ გამოვიდეს, ხელს მოაწერთ დოკუმენტსო? ვახო მეგრელიშვილის გარდა ყველამ თქვა, არ მოვაწერთო”, – განაცხადაელისაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკუბილიუსი: ჩვენი განცხადება ძლიერი სიგნალია განსაკუთრებით “ოცნებისთვის”
შემდეგი სტატიაგალერი: ბიძინა და მიშა არ უნდა იყვნენ პროცესების სათავეში