კრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა

კრწანისის ქუჩაზე ყვითელი ავტობუსი სავალი გზიდან გადავიდა და ტროტუარზე ხეს შეეჯახა.

ინფორმაციას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრი ლევან ხაბეიშვილი სოცილურ ქსელში აქვეყნებს.

მისი ინფორმაციით, ავტობუსს მუხრუჭებმა არ დაუჭირა. შემთხვევის დროს ავტობუსში მგზავრები იმყოფებოდნენ.

ავტობუსის მძღოლი დაჯარიმებულია, სისხლი სამართლის კოდექსის 125 მუხლით, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მძღოლის მიერ საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

banner
წინა სტატიაშიეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი – მდინარაძე საკრებულოს უმრავლესობიდან შაქარიშვილის და ჯიშკარიანის გასვლას ეხმაურება
შემდეგი სტატიაზუგდიდში 58 წლის მამაკაცი ჭაში ჩავარდა და გარდაიცვალა