ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი – მდინარაძე საკრებულოს უმრავლესობიდან შაქარიშვილის და ჯიშკარიანის გასვლას ეხმაურება

ეს არ არის “ქართული ოცნების” რღვევის პროცესი – ასეთია მამუკა მდინარაძის შეფასება თბილისის საკრებულოს უმრავლესობიდან ვატო შაქარიშვილის და ჯაბა ჯიშკარიანის გასვლასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ ისევე როგორც საკანონმდებლო ორგანოში, ეს პროცესი საკრებულოში მხოლოდ რამდენიმე ადამიანის გასვლით დასრულდება.

„ეს არის ის პროცესი, რომელიც საქართველს პარლამენტში იყო, რამდენიმე ადამიანით შემოიფარგლა და იგივე პროცესის გაგრძელებაა. ჩვენ არაერთი მაგალითად ფეისბუქ სტატუსი ვნახეთ ვატო შაქარიშვილის ავტორობით და უკვე იმაზე მოასწავლებდა უკვე რამდენიმე თვით წინაც კი რომ ეს ადამიანი ვერ იქნებოდა და არ იქნებოდა ქართულ ოცნებაში. აქედან გამომდინარე აქ ახალი არაფერ არის და არც თქვენს მიერ დაანონსებული ამბავი არ არის პერსპექტიული რომ ეს არის ქართული ოცნების რღვევის პროცესი,“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაშიქალაქ იზმირში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაკრწანისის ქუჩაზე მგზავრებით სავსე ავტობუსი გზიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა