“კრიტიკა არ მომისმენია”-მიხეილ ჯანელიძე EPP-ის ვიცე-პრეზიდენტის განცხადებაზე საუბრობს

EPP-ის ვიცე-პრეზიდენტის იაცეკ სარიუშ-ვოლსკის მიერ გაკეთებულ განცხადებებს, რომელიც რუსთავი 2-ზე და სასამართლო სისტემაზე ზეწოლას ეხებოდა, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ეხმაურება.

მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციისთვის ყველა ვალდებულება შეასრულა. მინისტრის თქმით, ახლა ჯერი ევროკავშირზეა. რაც შეეხება გამოთქმულ კრიტიკას მინისტრი ამბობს, რომ მას ეს კრიტიკა არ მოუსმენია. მისივე თქმით, ცალსახაა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე.

„ის კრიტიკა, რომელიც თქვენ ახსენეთ არ მომისმენია, მაგრამ ცალსახაა საქართველოს პროგრესი ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც დაფიქსირდა არა მარტო ვიზალიბერალიზაციის გეგმის წარმატებით შესრულებით, არამედ დღეს გამოქვეყნებული ასოცირების ხელშეკრულების იმპლემენტაციის რეპორტში,“-განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის ვიცე-პრეზიდენტმა ვიზალიბერალიზაციის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად სწორედ რუსთავი 2-ის საქმე დაასახელა.

banner
წინა სტატიაში“მედიის თავისუფლებას ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირთან ურთიერთობისთვის”-ელმარ ბროკი
შემდეგი სტატიანარკოპოლიტიკის გაუმჯობესებისა და ლიბერალიზაციის მიზნით, “გირჩი” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართავს