კრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის მედიატორობით გამართულ პოლიტიკურ დიალოგში მონაწილე ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი ამ წუთებში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილი მედიასთან კომენტარს გააკეთებს.

ცნობისთვის, ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრამდე კრისტიან დანიელსონმა პირველი აუდიენცია ათონელის რეზიდენციაში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან გამართა.

დანიელსონის ვიზიტის მიზანია, ჩაერთოს პრეზიდენტ მიშელის მიერ 1-ელ მარტს ინიცირებულ, განახლებულ პოლიტიკურ დიალოგში, მასში მონაწილე ყველა პარტიის ლიდერთან ერთად. კრისტიან დანიელსონი მედიის წარმომადგენლებს 13.00 საათზე შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 185, იმერეთში – 51, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18
შემდეგი სტატიაგომის მთაზე უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა