კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 185, იმერეთში – 51, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18

კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან თბილისში გამოვლინდა 185, იმერეთში – 51, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 18, – ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 26 700 კვლევა ტესტით, მათ შორის 17 307 კვლევა ანტიგენის ტესტით და 9 393 PCR ტესტით.

„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 332 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 274 377-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 11 მარტის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.24 %, ბოლო 14 დღის მანძილზე – 1.49 %, ხოლო 7 დღის მანძილზე – 1.72%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა – 20, იმერეთი – 51, ქვემო ქართლი – 8, შიდა ქართლი – 14, გურია – 13, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 18, კახეთი – 20, მცხეთა-მთიანეთი – 0, სამცხე-ჯავახეთი – 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 2.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953, საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 656, აჭარაში – 134, იმერეთში – 258. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში – 118, აჭარაში – 20, იმერეთში – 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი, მათგან თბილისში – 50, აჭარაში- 4, იმერეთში – 8. 130 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 – თბილისში, 25 – აჭარაში. 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 143, ხოლო აჭარაში – 17.

სულ 6 ოქტომბრიდან – 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 23 601 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 2 456 პირი, აჭარაში – 502, იმერეთში – 684“, – აღნიშნულია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშისაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით 12 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაკრისტიან დანიელსონი ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება