კრისტიან დანიელსონი – არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი

ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომლებიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეები იყვნენ კონსტრუქციულები, რათა მიიღწეს კომპრომისი, – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირად წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა ოპოზიციასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მას ექნება შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტთან. დანიელსონის თქმით, დიდი სამუშაო იქნა შესრულებული, თუმცა მუშაობა მხარეებთან კვლავ გრძელდება.

„ჩვენ გვქონდა კარგი შეხვედრა დღეს ოპოზიციასთან, ვაპირებთ ამ შეხვედრების გაგრძელებას. მექნება შეხვედრა პრეზიდენტთან. მაქვს კონკრეტული ამოცანა პრეზიდენტ მიშელისგან დაკისრებული, რომ დავეხმარო მხარეებს მედიაციის პროცესში. დღეს დილით უკვე ვთქვი, რომ მნიშვნელოვანი სამუშაო უკვე ჩატარდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას და არის სერიოზული საკითხები, რომელიც რჩება გადასაწყვეტი და მნიშვნელოვანია, რომ ახლა მხარეებმა, რომლებიც იყვნენ კონსტრუქციულები, გააგრძელონ კომპრომისის გზით სვლა”, – განაცხადა დანიელსონმა.

banner
წინა სტატიაშივიქტორ დოლიძე – ნატოში ყველა აფასებს იმ ფაქტს, რომ რეგიონში ჩვენ ვართ მოწინავე ქვეყანა
შემდეგი სტატია15 მარტი ქართული არტილერიის დღეა