გერმანიამ ერდორანის წინააღმდეგ ხუმრობის ავტორზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა

გერმანიის მთავრობამ თანხმობა განაცხადა ტელეწამყვან და კომიკოს იან ბემერმანზე სისხლის სამართლის საქმის აღძვრასთან დაკავშირებით, რომელმაც გერმანული ტელე-ეთერით თურქეთის პრეზიდენტზე სატირული ლექსი წაიკითხა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთმა ბემერმანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება მოითხოვა. გერმანიის მთავრობამ დაწესებული პრაქტიკით ნოტა შეისწავლა. .. ფედერალური მთავრობის შედეგი მის თანხმობაში გამოიხატება“ – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
შეგახსენებთ, რომ მარტის დასრულს იან ბემერმანმა თურქეთის პრეზიდენტი გააკრიკიტა და მისადმი მიძრვნილი ლექსი წაიკითხა, ამასთანავე, მან აღნიშნა, რომ სატირული ლექსის დაწერას თავსი სტანდარტები აქვს, და ახლა ის მაყურებელს აჩვენებს, თუ როგორი არ უნდა იყოს სატირული ლექსი.
კომიკოსმა თქვა, რომ თავს არ თვლის დამნაშავედ. მას 12 აპრილიდან პოლიცია იცავს.

banner
წინა სტატიაშიამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს მოქალაქის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიაკრემლმა გერმანულ გამოცემას პუტინის შეცდომის გამო ბოდიში მოუხადა