კრემლმა დაასახელა პირობა, პუტინის ტრამპთან ურთიერთობის მოსაგვარებლად

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა, შეკითხვაზე, თუ რა პირობებით მოაგვარებენ ვლადიმირ პუტინი და დონალდ ტრამპი ურთიერთობებს, განაცხადა, რომ ამისათვის ურთიერთპატივისცემაა საჭირო.
პესკოვმა, ასევე, მოწოდება გააკეთა, არ იჩქარობ აშშ-ს სახელმწიფო მდივნის რეკს ტილერსონის განცხადების შესაფასებლად.
“არ ვიცი, შევძლებ თუ არა ვლადიმირ პუტინთან ურთიერთობის მოგვარებას. იმედი მაქვს, რომ შევძლებ, მაგრამ არის დიდი ალბათობა იმისი, რომ ვერ შევძლებ” – თქვა ტრამპმა თავის პირველ პრეს-კონფერენციაზე.

შეკითხვაზე, რამდენად შეშფოთებულია კრემლი ტილერსონის პოზიციით აშშ-ში რუსეთის მიერ განხორციელებულ კიბერშეტევებზე, პესკოვმა “ისტერიკის” გავლამდე ლოდინისკენ მოწოდება გააკეთა.

banner
წინა სტატიაშიავსტრია ევროკავშირის და ავსტრიის მოქალაქეების თანაბარი სამუშაო უფლების გაუქმების მოთხოვნას აპირებს
შემდეგი სტატიაყაზახეთში საქართველოს ელჩად, შესაძლოა, ზურაბ აბაშიძე დაინიშნოს