ავსტრია ევროკავშირის და ავსტრიის მოქალაქეების თანაბარი სამუშაო უფლების გაუქმების მოთხოვნას აპირებს

ავსტრიის კანცლერ კრისტიან კერნს სურს ადგილობრივ დამსაქმებლებს ავსტრიელების დასაქმების პრიორიტეტის უფლება მიანიჭოს, ვიდრე ევროკავშირის სხვა ქვეყნების მოქალაქეებისთვის.
მიმდინარე მომენტში გაერთიანებულ ევროპაში ერთიანი შრომის ბაზარი არსებობს. ევროკავშირის ყველა წევრი ქვეყნის მოქალაქეს, კანონით, კავშირის სხვა ქვეყნებში, მუშაობის თანაბარი უფლება აქვთ. კანონმდებლობით აკრძალულია რომელიმე ქვეყნის მოქალაქისთვის პრიორიტეტის მინიჭება.
კერნმა პირობა დადო, რომ შესაბამისი თხოვნით ევროკავშირის ლიდერებს მიმართავს ღონისძიებაზე, რომელიც ეკონომიკური განვითარების 10-წლიან გეგმას ეხება და სადაც განსაკუთრებული ყურადღება ახალ სამუშაო ადგილებს მიექცევა. “აღმოსაველთ ევროპის ქვეყნები თავიანთი უმუშევრების ექსპორტირებას ახდენენ ავსტრიაში” – თქვა კერნმა ქალაქ ველსში გამოსვლისას.
დაპირებას დამკვირვებლები აფასებენ, როგორც ამომრჩევლების ყურადღების მიქცევის მცდელობას, რომელიც ავსტრიელი ულტრამემარჯვენეებისთვის დამახასიათებელია.

banner
წინა სტატიაშინანუკა ჟორჟოლიანი: მიშა რომ ჯართია და გივი თარგამაძე, გიგა ბოკერია, ხათუნა გოგორიშვილი ახალი სახეები, გასაგებია
შემდეგი სტატიაკრემლმა დაასახელა პირობა, პუტინის ტრამპთან ურთიერთობის მოსაგვარებლად