კრემლი სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში ჩატარებული არჩევნებით კმაყოფილია

“მივესალმებით სამხრეთ ოსეთში არჩევნების ჩატარებას, ვკონსტატირებთ, რომ ეს აბსოლუტურად დემოკრატიული და საკმარისად გამჭვირვალე კონკურენტული არჩევნები იყო. კიდევ მეტ კმაყოფილებას კი ის გვანიჭებს, რომ ძირითადი კონკურენცია მიმდინარეობდა ორ კანდიდატს შორის, რომლებიც სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ფედერაციის მჭოდრო ურთიერთობის მომხრე არიან და ჩვენ ყველანაირად მივესალმებით ამ განწყობას” – ასეთი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკაში გუშინ ჩატარებულ არჩევნებზე.

დღესვე თვითგამოცხადებული სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ხალხმა თავისი არჩევანი გააკეთა და მან არჩევნების შედეგები აღიარა. “არჩევნები შედგა, ხალხმა გადაწყვეტილება მიიღო. წინასწარი მონაცემებით, პარალმენტის თავმჯდომარე იმარჯვებს. ეს ხალხის არჩევანია და მის არჩევანს გონივნურად უნდა შეხვხვდეთ” – განაცხადა მოქმედმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა.

მანამდე სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ არჩევნების და რეფერენდუმის ოფიციალური მონაცემები გამოაქვეყნა. კომისიის წარმომადგენლის ბელა პლიევას ინფორმაციით, ხმების წინასწარი დათვლის შედეგები აჩვენებს, რომ დე-ფაქტო პრეზიდენტის პოსტზე ანატოლი ბიბილოვმა გაიმარჯვა. მან აღნიშნა, რომ კომისია მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა. არჩევნებსა და რეფერენდუმზე ამომრჩევლების აქტიურობამ 81% შეადგინა.

ასევე, რეფერენდუმის მონაცემებით, თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მოქალაქეების 78% თანახმაა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას სახელი შეეცვალოს და დაერქვას ალანია.
ცხინვალის რეგიონის დე-ფაქტო პრეზიდენტის ინაუგურაცია საბოლოო შედეგების მედიაში გამოქვეყნებიდან ათ დღეში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიუმცროსმა ტრამპმა ცნობილ ამერიკელებს თავიანთი დაპირება, ამერიკის დატოვების შესახებ, შეახსენა
შემდეგი სტატიასამხრეთ ოსეთში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით ლეიბორისტული პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის სპეციალური განცხადება