“კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს”

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვენელის ამირან გამყრელიძის თქმით, არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე კოვიდ-19 კიდევ მილიონ ადამიანს იმსხვერპლებს.

კოვიდ-19 იქნება კიდევ უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია და ჰეპატიტი, – ამბობს მთავარი ინფექციონისტი.

გამყრელიძის თქმით, მსოფლიოში სერიოზული პანდემიაა და ვაქცინამდე და ეტიოტროპულ წამლამდე, დაცვის ერთადერთი საშუალება მხოლოდ პირბადეა.

„არასწორია მოარული აზრი, რომ მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, მოგონილია, არის სურდოსავით და მალე გაივლის. არ არის ეს სწორი. სერიოზული დაავადებაა და მილიონი ადამიანი უკვე შეიწირა. არის პროგნოზი, რომ მომავალ გაზაფხულამდე, სამწუხაროდ, კიდევ მილიონი იქნება… ეს იქნება კიდეც უფრო დიდი მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულოზი, მალარია, ჰეპატიტი – ეს ოთხი ყველაზე დიდი ინფექციური მკვლელია და კოვიდი მათ გადაასწრებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : დღეს სვეტიცხოველში ვართ, რომ კიდევ ერთხელ ვილოცოთ, ღმერთმა გააძლიეროს მთელი ქვეყანა
შემდეგი სტატიავასო ურუშაძე: ბოლნისში დაფიქსირებულმა დარღვევებმა შესაძლოა ეჭვქვეშ დააყენოს ბოლნისის ოლქში არჩევნების ლეგიტიმაციის საკითხი