კოსტავას ქუჩაზე “იოლი” დააყაჩაღეს

კოსტავას ქუჩაზე მდებარე სუპერმარკეტ “იოლს” დაესხნენ. შსს-ს ინფორმაციით, ყაჩაღობის ბრალდებით დაკავებულია 1987 წელს დაბადებული აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც მათი ინფორმაციით, სუპერმარკეტშიი შეიჭრა და ოპერატორს დანის მუქარით თანხა მოსთხოვა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული შემთხვევის ადგილზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის იარაღი დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება 179-ე, ყაჩაღობის მუხლით დაიწყო. დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ლიტვის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა
შემდეგი სტატია“ნაცემია ბავშვი, დაძალებული აქვთ ასეთი სიტყვები, რომ ელაპარაკა” – ზეწოლა გარდაბანში, არასრულწლოვნის მშობელი მომხდარის დეტალებს იხსენებს