video კორუფციის ნიშნები სახელმწიფო უწყებებში- ჯანდაცვის სამინისტრო

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2016 00:44

video კორუფციის ნიშნები სახელმწიფო უწყებებში- ჯანდაცვის სამინისტრო

samasკორუფციის ნიშნები სახელმწიფო უწყებებში. საუბარი ჯანდაცვის სამინისტროს და კვლავ პირდაპირი წესით შესყიდვებს ეხება. დოკუმენტებით ირკვევა, რომ ჯანდაცვის სამინისტროს სიპმა სოციალური მომსახურების სააგენტომ 2014 წლის 21 ოქტომბერს გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება გააფორმა შპს უნივერსალ ფუდთან, რომელიც 2014 წლის 23 სექტემბერს ანუ ხელშეკრულების გაფორმებამდე ერთი თვით ადრე დაფუძნდა.

ხელშეკრულების საგანს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვთა ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სხვადასხვა სახის პროდუქციის შეძენა წარმოადგენდა. გაცემული თანხა კი 962 394 63 ლარს შეადგენს. კომპანიის დამფუძნებელი და 97%-ის მფლობელი ეკა გამყრელიძე იყო, ამჟამად კი შპს-ს მფლობელი ტარიელ გამყრელიძეა.

ჯანდაცვის სამინისტრომ აღნიშნულ კომპანიასთან პირდაპირი შესყიდვის წესით რამდენიმე ხელშეკრულება გააფორმა. ჯამში კი კომპანიამ 1359500 ლარზე მეტი მიიღო.

შესყიდვების მონიტორინგისა და სწავლების ცენტრის დირექტორი, გიორგი ბაჯელიძე, ამბობს, რომ მთავრობის განკარგულებიდან ხელშეკრულება 6 თვეში გაფორმდა. ამ დროის განმავლობაში კი, მისი განცხადებით, შესაძლებელი იყო 4-5 ღია ტენდერის ჩატარება.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროს საქმეც სხვა სამინისტროების საქმეების ანალოგიურია და სახელმწიფო უწყებებში კორუფციული გარიგებების სქემა იდენტურია.

როგორც განსხვავებულმა აქცენტებმა გამოიკვლია, უტენდეროდ ჩატარებული შესყიდვები არამარტო მერიის, არამედ მთელი ხელისუფლების ქმედების დამახასიათებელია. ამ ფაქტებს კი ორი საერთო ნიშანი აქვთ. პირველი, სახელმწიფო უწყებები მილიონობით ლარს გასცემენ კომპანიებზე, რომლებზეც ხელშეკრულების დადებამდე რამდენიმე კვირით ან თვით ადრე არიან შექმნილები. მეორე, გამარტივებული შესყიდვის საფუძვლად მითითებულია სახელმწიფო შესყიდვების კანონის ერთი და იგივე მუხლის ერთი და იგივე ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ხელშეკრულება იდება მთავრობის განკარგულებით, სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების მიზნით. თუმცა, ამის საჭიროების დასაბუთება არსად არ არსებობს.

https://youtu.be/LeJATV4eaOc

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2016 00:44

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,376
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics