კორპუსის მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა და გარდაიცვალა

15 წლის ბიჭი ბათუმში ზღვაში დაიხრჩო

ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე მშენებლობიდან მამაკაცი გადმოვარდა. სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცნობით ის ადგილზე გარდაიცვალა. როგორც თვითმხილველები ამბობენ, გარდაცვლილი შვილთან ერთად მუშაობდა მშენებლობაზე.

ამ დროისთვის მშენებარე სახლთან პოლიცია იმყოფება. თვითმხილველების თქმით, მშენებლობაზე დასაქმებული ყველა მუშა შენობის გარეთ გამოიყვანეს. მიმდინარეობს ტერიტორიის დათვალიერება.

ქავთარაძის ქუჩაზე მშენებარე შენობა 14 სართულიანია და ადგილობრივი მცხოვრებლები გასულ წელს მის მშენებლობას აპროტესტებდნენ.

banner
წინა სტატიაში„მალე დიდი წმენდა დაიწყება!“ – ვის დაიბარებენ დაკითხვაზე
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: პრეზიდნეტის გამოსვლაზე დასწრების ვალდებულება, პარლამენტის წევრებს და პრეზიდენტს აქვთ