კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულს სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის პაატა იმნაძე მადლობას უხდის

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძე, კორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულ ადამიანს სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისთვის მადლობას უხდის.

“ძალიან დიდი მადლობა ბოლო შემთხვევას, ძალიან გაგვიადვილა სამუშაო, იმიტომ, რომ იყო თვითიზოლაციაში, კონტაქტები დადგენილია. ადამიანი თვითშეგნებით იყო და ამიტომ ძალიან დიდი მადლობა მას ასეთი თვითშეგნებისთვის,” – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მაღალი საფრთხეა და მოუწოდებს დამსაქმებლებს, ოჯახის წევრებს და ყველა შემხებლობაში მყოფ პირს, თავი აარიდონ იტალიიდან დაბრუნებულ ადამიანებთან კონტაქტს.

„არ ჩამითვალოთ სტიგმის გავრცელებაში. თუ ვინმეს იტალიიდან ჩამოსულს არ აქვს შეგნება, რომ ორი კვირის განმავლობაში იყოს თვითიზოლაციაში, მე მოვუწოდებ სხვებს, მის დამსაქმებლებს, ახლობლებს, მოერიდონ ასეთ ადამიანებს”, – განმარტა პაატა იმნაძემ.

banner
წინა სტატიაში”მეოთხე პაციენტის მდგომარეობა მძიმეა” – კორონა ვირუსის მეოთხე შემთხვევა საქართველოში
შემდეგი სტატიაარ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი – გიორგი რურუას წერილი ციხიდან