არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი – გიორგი რურუას წერილი ციხიდან

გიორგი რურუ ციხიდან წერილს აგზავნის და ოპოზიციურ პარტიებს სრულ ნდობას უცხადებს. პატიმრობაში მყოფი რურუა მიიჩნევს, მიმართავს ოპოზიციას, არ გახდეს ბარიერი პროპორციული სისტემის მიღწევის გზაზე მისი გათავისუფლების საკითხი.
„როგორც მოქალაქეს, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ქვეყნის მშვიდობიანი განვითარება,არ მსურს ჩემი, როგორც პოლიტპატიმრის განთავისუფლების საკითხმა, პროპორციულის მიახლოვებულ სისტემის შემოღებას შეუშალოს ხელი. სრულ ნდობას ვუცხადებ ჩემს მეგობრებსა და თანამებრძოლებს ოპოზიციური პარტიებიდან. სასწორზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ დევს, ვიდრე ჩემი უკანონო პატიმრობა.

მე თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ყველა ბრალდება ჩემს მიმართ არის აბსურდული, მტკიცედ მწამს ჩვენი სიმართლის!

საქართველოში დამარცხდება ერთპიროვნული,არაფორმალური მმართველობა!

პ.ს. თავისუფლება იყო და არის კანონით შეუზღუდავი, ძალაუფლებისგან თავდასაცავი ერთადერთი ციხესიმაგრე – ენდრიუ ჰამილტონი“ – წერს გიორგი რურუა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსით მეოთხე ინფიცირებულს სამოქალაქო პასუხისმგებლობისთვის პაატა იმნაძე მადლობას უხდის
შემდეგი სტატიადაავადებათა ეროვნული ცენტრი ჟურნალისტებს მიმართავს, ინტერვიუს ჩაწერისას 1-1.5 მეტრის დისტანცია დაიცვან