კორონავირუსით ინფიცირების 25 ახალი შემთხვევა მარტვილში

მარტვილში ბოლო ორი დღის მანძილზე აღებული ტესტების პასუხი ცნობილია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით აღებული იქნა როგორც სწრაფი ასევე ,,პისიარ” ტესტები და ამ მონაცემების მიხედვით კორონავირუსით ინფიცირებულთა რაიდენობა მარტვილში კიდევ 25 ადამიანით გაიზარდა.

როგორც მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, ინფიცირებულთაგან ერთი შემთხვევა მათ აბაშის მუნიციპალიტეტმა გადმოსცა ის სოფელ მუხურჩას მკვიდრია და აბაშის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ საჯარო სკოლის მასწავლებელია.

ასევე ინფიცირებულია სამედიცინო ცენტრ ,,მკურნალის” თანამშრომელი ის უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია და მას კორონავირუსი თვით იზოლაციში ყოფნის დროს მე-9 დღეს დაუდასტურდა.

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა როგორც მარტვილის ცენტრალურ ნაწილზე ასევე სოფლებზე ნაწილდება და მათი უმრავლესობა უკვე დადასტურებული შემთხვევების კონტაქტია.

ავტორი : აკო ქიქავა

banner
წინა სტატიაშიალექსანდრე ხოჯევანიშვილი : ბოლო ორი დღეა, გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა აჭარბებს ახალი დადასტურებული შემთხვევების რაოდენობას
შემდეგი სტატიაევროპის საბჭოს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის ანგარიშის თანახმად, საქართველოს პროკურატურის საქმიანობა პოზიტიურად შეფასდა