კორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; ნეაპოლის კლინიკებში, საწოლების დეფიციტის გამო, ექიმები პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მათივე მანქანებში უწევენ

ნეაპოლის კლინიკებში, საწოლების დეფიციტის გამო, ჰოსპიტალიზაციის რესურსი თითქმის ამოწურულია და ექიმები პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მათივე მანქანებში უწევენ, – ამის შესახებ უცხოური მედია წერს.

მათივე ინფორმაციით, გართულებული ეპიდვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ნოემბრიდან, კამპანიისა და ტოსკანას რეგიონები ვირუსის ყველაზე მაღალი რისკის „წითელ“ ზონაში გადავიდნენ.

„13 ნოემბრის მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 37 253 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 544 ადამიანი;
გართულებული ეპიდვითარების გამო, მთავრობის გადაწყვეტილებით, 15 ნოემბრიდან, კამპანიისა და ტოსკანას რეგიონები ვირუსის ყველაზე მაღალი რისკის „წითელ“ ზონაში გადავიდნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ რეგიონებში მცხოვრები მოქალაქეები გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სახლიდან ვერ გავლენ;
კამპანიის რეგიონში მდებარე საავადმყოფოები უკიდურესად გადავსებულია. განსაკუთრებით ნეაპოლის კლინიკებში, საწოლების დეფიციტის გამო, ჰოსპიტალიზაციის რესურსი თითქმის ამოწურულია და ექიმები პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მათივე მანქანებში უწევენ“, – წერს უცხოური მედია.

მათივე ცნობით, მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა პოლონეთში. ასევე გერმანია მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში კორონავირუსის ინფექციის დაძლევის მიზნით, მკაცრ ზომებს შეინარჩუნებს.

„14 ნოემბერს, პოლონეთში, კორონავირუსთან დაკავშირებული 548 გარდაცვალების ფაქტი დაფიქსირდა, რაც მორიგი ანტირეკორდია. ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი 21 000- ის ფარგლებში მერყეობს.
გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, პეტერ ალტმაიერის განცხადებით, მომდევნო 4-5 თვის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსის ინფექციის დაძლევის მიზნით, მკაცრი ზომები შენარჩუნდება.
უკრაინა COVID-19-ის გავრცელების დინამიკით, მსოფლიო ქვეყნებს შორის მე-10 ადგილზეა 14 ნოემბერს, გამოვლენილ ინფიცირებულთა რაოდენობამ ახალ მაქსიმუმს – 12 524 შემთხვევას მიაღწია“, – წერს უცხოური მედია.

banner
წინა სტატიაშიელისაშვილი: სირცხვილის დერეფნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები!
შემდეგი სტატიამელიას თქმით, მისი შტაბი ხელისუფლებასთან დაახლოებული “კანონიერი ქურდის” დავალებით გადაწვეს