ელისაშვილი: სირცხვილის დერეფნებს კატეგორიულად არ ვეთანხმები!

პარტია მოქალაქეების ლიდერი და საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, ალეკო ელისაშვილი Facebook-ზე წერს, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერებისთვის სირცხვილის დერეფნის მოწყობას არ ეთანხმება და რომ მისთვის არჩევნების ბინძურად ჩატარება არის მიუღებელი და არა მოქალაქეების მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება.

“ნებისმიერი პარტიის, მათ შორის ოცნების გუწრფელ მხარდამჭერებს და მათ ნებას პატივს ვცემ. მინდა რომ ნელ ნელა, თანდათან სიძულვილი საერთოდ გაქრეს ჩვენი პოლიტიკური სივრციდან და აქ მხოლოდ იდეების ჭიდილი იყოს. ჩემთვის არჩევნების ბინძურად ჩატარებაა მიუღებელი და არა რომელიმე მოქალაქის მიერ ვინმეს სასარგებლოდ პოზიციის დაფიქსირება” – წერს ელისაშვილი.

15 ნოემბერს ბათუმში გამართული აქციის დროს ენმ-ს ადგილობრივმა ლიდერმა, ლევან ვარშალომიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა, რომ მეორე ტურების დროს საარჩევნო უბნებთან სირცხვილის დერეფნები გააკეთონ.

banner
წინა სტატიაშიცესკო-ს იურიდიული დეპარტამენტის უფროსი – ბიულეტენებში დაფიქსირებლი იქნება ყველა ის კანდიდატი, ვინც მეორე ტურში გადავიდა
შემდეგი სტატიაკორონავირუსის სტატისტიკა მსოფლიოში უარესდება; ნეაპოლის კლინიკებში, საწოლების დეფიციტის გამო, ექიმები პაციენტებს სამედიცინო დახმარებას მათივე მანქანებში უწევენ