კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 68 339 პირმა გაიარა

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ კორონავირუსის ვაქცინაციის მსურველთა გასარკვევად შექმნილ სპეციალურ ვებ – გვერდზე, დღეის მდგომარეობით, 68 339 მსურველია დარეგისტრირებული. მოქალაქეებს ჩამოთვლილი ვაქცინებიდან მაქსიმუმ სამის არჩევა შეუძლიათ.

მონაცემების მიხედვით, დარეგისტრირებულ მოქალაქეთა უმრავლესობას 64 607-ს „ფაიზერით“ ვაქცინაცია სურს.

„მოდერნას“ ვაქცინით აცრის სურვილი 29967 ადამიანმა გამოთქვა. 13 499 მოქალაქეს „ასტრაზენეკას“ გაკეთება უნდა, 8530-ს კი „ჯონსონი და ჯონსონი“ აირჩია. რაც შეეხება „ნოვოვაქსით“ აცრას მისი გაკეთების სურვილი 5720-მა ადამიანმა გამოთქვა, 5032 მოქალაქეს „სინოფარმით“ აცრა სურს, 940-ს კი „სინოვაკით“.

როგორც პორტალზეა აღნიშნული, წინასწარი რეგისტრაციის მიზანია ინფორმაციის მიღება COVID -19 ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობის შესახებ.

„ასევე გეძლევათ ვაქცინებს შორის არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. COVID-19 ვაქცინაციაში მონაწილეობა შეუძლია 18 წელზე უფროს მოსახლეობას“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – სტრასბურგმა 2 საჩივარი წარმოებაში მიიღო
შემდეგი სტატიააქტივისტი ნიკა ნარსია თავისუფალია – სასამართლო პროცესი გადაიდო