მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ – სტრასბურგმა 2 საჩივარი წარმოებაში მიიღო

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს ოცნების ხელისუფლებას სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივის.

ევროსასამართლომ წარმოებაში მიიღო ორი საჩივარი და განსახილველად ემზადება. საქართველოს მესამე პრეზიდენტის საჩივარი სისხლის სამართლის ორ საქმეს ეხება – ერთი ვალერი გელაშვილის ცემის, მეორე კი შეწყალების საქმეს.​

სტრასბურგის სასამართლომ უნდა დაადგინოს, იყო თუ არა პოლიტიკურად მოტივირებული მიხეილ სააკაშვილი წინააღმდეგ აღძრული საქმეები.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში, საძიებო-სამაშველო ოპერაციის დროს, მაშველებმა ერთი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე წინასწარი რეგისტრაცია 68 339 პირმა გაიარა