კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს. სკოლები სპეციალური ხსნარებით მუშავდება.

თბილისის 94-ე საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოებს დაესწრო განათლების მინისტრის მოადგილე ეკა დგებუაძე.

დგებუაძის თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან აქტიური თანამშრომლობის საფუძველზე შეიქმნა დოკუმენტი, რომელიც ეხება სკოლებში სანიტარიის მიმართულებით მოვლა-პატრონობას და ინსტრუქციებს, თუ როგორ უნდა იხელმძღვანელოს სკოლამ, რათა ჰიგიენის მიმართულებით იყოს ყველა ნორმა დაცული.

„ეს დოკუმენტი არის ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული, რომელიც ორი კვირის წინ უკვე დაეგზავნა ყველა საჯარო და კერძო სკოლას. გარდა ამისა, გაწერილია ის საშუალებები, სპეციალური ხსნარები, რომელიც გამოყენებული უნდა იქნეს სასკოლო სივრცეში დასუფთავების დრო.

კორონავირუსთან დაკავშირებით ასევე იცით, რომ გახანგრძლივდა საგაზაფხულო არდადეგები – 2 მარტიდან 16 მარტის ჩათვლით.

banner
წინა სტატიაში„თურქიშ ეარლაინსმა“ კორონავირუსის გამო იტალიაში რეისები გააუქმა
შემდეგი სტატიარესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული 4 მათგანს ტემპერატურა აღენიშნება