რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული 4 მათგანს ტემპერატურა აღენიშნება

რესპუბლიკური საავადმყოფოს საკარანტინო ზონაში 13 პაციენტია მოთავსებული. 4 მათგანს ტემპერატურა აღენიშნება, თუმცა სხვა სიმპტომები, რაც კორონავირუსზე მიუთითებს, პაციენტებს არ აქვთ. ამის შესახებ ჟურნალისტებს აკადემიკოს ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან გოფოძემ განუცხადა. მისი თქმით, რესპუბლიკური საავადმყოფო კიდევ 88 პაციენტის მისაღებად მზად არის.

„გუშინ საღამოს, კლინიკაში შემოიყვანეს 13 პაციენტი, რომლებსაც არ აღენიშნებათ კორონავირუსისთვის დამახასიათებელი მკვეთრად გამოხატული სიმპტომები. პაციენტები კლინიკაში გადმოყვანილი არიან დაკვირვების მიზნით. მათგან უმეტესობას არც ტემპერატურა და კორონავირუსისთვის დამახასიათებელი არც სხვა სიმპტომები არ აქვთ, მაგრამ კარანტინის წესები მოითხოვს, რომ ისინი მაინც იზოლირებულად და დაკვირვების ქვეშ იყვნენ“, – აცხადებს ლევან გოფოძე.

 

ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გადაკეთდა

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასასტიკი ყაჩაღობა ოზურგეთში -ნაწამებია მოხუცი ცოლ-ქმარი