კორონავირუსის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია – Pfizer

აშშ-ის ფარმაცევტული კომაპნია, Pfizer და გერმანული BioNTech ამბობენ, რომ მათ მიერ შემუშავებული COVID-19-ის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია. ინფორმაციას Financial Times ავრცელებს.

ვაქცინა, რომელიც 43 000 ადამიანზე უკვე დატესტეს, ცდის მე-3 ფაზაშია – ესაა ფინალური საფეხური კომერციული ლიცენზიის მიღებამდე.

“მე ვფიქრობ, რომ ამ დროისთვის ეს საუკეთესო შედეგია, მეცნიერებასა და კაცობრიობას საუკეთესო დღე დაუდგა”, – ამბობს BioNTech-ის თანადამფუძნებელი.

ვაქცინა დამატებით შემოწმებას ნოემბრის მე-3 კვირაში გაივლის. დატესტვის ფაზაშია AstraZeneca-სა და ოქსფორდის უნივერსიტეტის მიერ ერთობლივად მომზადებული პოტენციური ვაქცინაც.

banner
წინა სტატიაშიჟურნალისტებმა და ოპერატორებმა ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს
შემდეგი სტატიახოშტარია: 10 საათის შემდეგ აუცილებლად პარლამენტთან ვიქნებით