ხოშტარია: 10 საათის შემდეგ აუცილებლად პარლამენტთან ვიქნებით

ევროპული საქართველოს წევრი ელენე ხოშტარია ამბობს, რომ ისინი 22:00 საათის შემდეგ აქტვისტებთან ერთად პარლამენტთან იქნებიან.

როგორც ხოშტარიამ ლელოს ოფისთან ფორმულას განუცხადა, მოქალაქეებს არჩევნები მოპარეს და ამის წინააღმდეგ ყველა უნდა გაერთიანდეს.

“10 საათის შემდეგ აუცილებლად იქ ვიქნებით, აქტივისტებთან ერთად. ეს არ არის რომელიმე ერთი ჯგუფის ან პოლიტიკური პარტიების პრობლემა, ახლა რაც ხდება, ეს არის სახელმწიფოს პრობლემა, მოქალაქეებს მოპარეს არჩევნები, ამიტომ მნიშვნელობა არ აქვს, ვინ რა პოლიტიკურ პოზიციაზეა, ყველამ ერთად უნდა ვიბრძოლოთ ამის წინააღმდეგ”, – განაცხადა ხოშტარიამ.

banner
წინა სტატიაშიკორონავირუსის პოტენციური ვაქცინა 90%-ით ეფექტურია – Pfizer
შემდეგი სტატიაენდელაძე: რომ გითხრათ, რომ წყლის ჭავლი ვირუსს გადაიტანს აქეთ-იქით, არ ვიცი, ვერ გეტყვით