კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი 2.54%-ია

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი ბოლო შვიდი დღის განმავლობაში 3.23 პროცენტია, – ამის შესახებ აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე.

კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის დღევანდელი მაჩვენებელი არის 2.54%, ხოლო ბოლო 14 დღის – 3.5%.

საქართველოში დღეს კორონავირუსის 557 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი, ხოლო გარდაიცვალა ათი ადამიანი.

banner
წინა სტატიაშიბოლო 24 საათში კორონავირუსით 10 პაციენტი გარდაიცვალა
შემდეგი სტატიაახალი შემთხვევებიდან 209 თბილისში დაფიქსირდა – კორონავირუსის უახლესი სტატისტიკური მონაცემები