კორცხელში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს

პოლიციელემბა უსახლკარო მოკლეს ლოს-ანჯელესში

სოფელ კორცხელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ზურაბ ხასია სანადირო თოფით დაჭრეს. ხასია იმ ადამიანის ვინაობას, ვინც დაჭრა, არ ამხელს. რაც შეეხება სამართალდამცავებს, ისინი რამდენიმე ვერსიაზე მუშაობენ.
ზურაბ ხასია თავის დროზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი იყო. შემდეგ კი  კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის მესამე სამმართველოს  დაცვის უფროსის  მოადგილე იყო  . აღსანიშნავია, რომ ხასიას, რამდენიმე ხნის წინ, მანქანა დაუწვეს. როგორც გაირკვა, ავტომანქანა ყოფილმა თანამშრომელმა დაუწვა, რომელიც ხასიამ სამსახურიდან გაათავისუფლა.

ოჯახი ვერ აკონკრეტებს, არის თუ არა დღეს მომხდარ დანაშაულში გარეული ხასიასთან დაპირისპირებული ყოფილი თანამშრომელი, თუმცა ხაზგასმით აცხადებს, რომ ზურაბ ხასია ოჯახის პოლიტიკური აქტივობის გამო მოხსნეს თანამდებობიდან და შესაძლოა დანაშაულიც პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირდებოდეს.
ხასიას ზუგდიდის რეფერალურ სავადმყოფოში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა – მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
როგორც „თაიმერს“ შინაგან საქმეთა სამინისტრო პრესამსახურში განუცხადეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშისააკაძის მოედანზე მოძრაობის განტვირთვის მიზნით, შუქნიშნები დამონტაჟდება
შემდეგი სტატია“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, იყოს უზურნველყოფილი”