“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, იყოს უზურნველყოფილი”

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ქვეყნის მთავრობის ღირსების საკითხია ის, რომ მან დემოკრატიული და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება შეძლოს.

პრემიერის განმარტებით, საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობას განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება.

„რამდენიმე დღის წინ გავაკეთე განცხადება წინასაარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებით, რომ მაქსიმალურად უნდა ავიცილოთ თავიდან ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება. ჩვენი მოწოდებაა, საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად მშვიდობიან გარემოში და ღირსეულად ჩავატაროთ. ამ მოწოდებას მინდა დავამატო შემდეგი – მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთბთ, რომ მთელი წინასაარჩევნო კამპანია, განსაკუთრებით ოპოზიციისთვის, იყოს მაქსიმალურად უზურნველყოფილი. რა თქმა უნდა, მმართველი გუნდის წინასაარჩევნო კამპანიასაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

კვირიკაშვილი სახელმწიფო მოხელეებს მიმართავს და მოუწოდებს, რომ მაქსიმალურად იქნეს თავიდან აცილებული კითხვები საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში შსს-ს ყოფილი თანამშრომელი დაჭრეს
შემდეგი სტატიასაქართველოში ერთიანი ბიზნესმომსახურების სივრცე იქმნება