კორცხელში საარჩევნო უბანი 21:15 საათზე დაიხურა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში ხმის მიცემა დასრულდა. საარჩევნო უბანი საბოლოოდ დაახლოებით 21:15 საათზე დაიხურა.
კორცხელის საარჩევნო უბანზე რეგისტრირებულმა ყველა ამომრჩეველმა 20:00 საათამდე ვერ მოასწრო ხმის მიცემა, რის შემდეგაც გაკეთდა იმ ამომრჩევლების სია, ვინც არჩევნებში თავისი პოზიცია ვერ დააფიქსირა.
აღნიშნულ ამომრჩეველთა რაოდენობა 53-ს შეადგენდა. როგორც კორცხელის 53-ე უბნის თავმჯდომარემ მარინე ციმენტიამ განაცხადა, ყველა ამომრჩეველმა მისცა კორცხელში ხმა, თუმცა 2 ამომრჩეველი აცხადებდა, რომ მათ ხმის მიცემა ვერ მოახერხეს.

banner
წინა სტატიაშიდავით ზურაბიშვილი : თუ ეგზიტპოლები დაემთხვევა ცესკოს მონაცემებს, ასეთი შედეგები ქვეყნისთვის არ იქნება კარგი
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება