სახალხო დამცველი ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება

საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების ფონზე, გიორგი უგულუვას საქმეზე განვითარებულ მოვლენებს. როგორც სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი, დემოკრატიულ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა დაცვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა კანონის უზენაესობა და დამოუკიდებელი სასამართლო ხელისუფლება.

სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება.

სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი არსებული მანდატის ფარგლებში, მონიტორინგს უწევდა მარნეულის 36-ე საარჩევნო ოლქის 48-ე საარჩევნო უბანზე განვითარებულ მოვლენებს.
„როდესაც დაიძაბა ვითარება, საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე ხალხის მობილიზებისას, ჩვენმა წარმომადგენელმა პოლიციის ადგილზე მყოფ თანამშრომლებს რეაგირებისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი მოსახლეობა პოლიციის მიმართ განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდა, რასაც მოჰყვა დაპირისპირება სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის. შედეგად დაზარალდნენ ორივე მხარის წარმომადგენლები. მოვუწოდებ საარჩევნო სუბიექტებსა და მათ მხარდამჭერებს, თავი შეიკავონ განცხადებებისგან, რომელიც ხელს შეუშლის ვითარების განმუხტვას და არ დაუშვან ძალადობის გამოვლინება“, – ნათქვამია სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, მაქსიმალური ძალისხმევა მიმართონ ძალადობის პრევენციისათვის და სწრაფად და ეფექტურად უზრუნველყონ ძალადობის თითეული ფაქტის აღკვეთა და დროული გამოძიება.

banner
წინა სტატიაშიკორცხელში საარჩევნო უბანი 21:15 საათზე დაიხურა
შემდეგი სტატიაპატრიოტთა ალიანსი პერმანენტულ აქციებს აანონსებს