კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ ფილარმონიაში გაიმართება

საქართველოს კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის პირველი ეტაპი ხვალ დასრულდება.

შეხვედრა თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვა 5 მაისს ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები რუსთავში, მცხეთაში, თელავში, გორში, ახალციხეში, ზუგდიდში, ბათუმში, ჩოხატაურსა და ამბროლაურში ჩატარდა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, კონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის მეორე ეტაპი დაიგეგმება და უახლოესი კვირების განმავლობაში გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაში„ევროპული საქართველო“: ოთარ ფარცხალაძეს 459 000 ევროს ღირებულების ავტომობილი ემსახურება
შემდეგი სტატიაფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს