„ევროპული საქართველო“: ოთარ ფარცხალაძეს 459 000 ევროს ღირებულების ავტომობილი ემსახურება

ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს 459 000 ევროს ღირებულების ავტომობილი ემსახურება.

ამის შესახებ ინფორმაციას მოძრაობა “თავისუფლებისთვის – „ევროპული საქართველო“ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე ავრცელებს.

„ავტომობილი, რომელიც არის ფინანსური პოლიციის საკუთრებაში და ემსახურება ოთარ ფარცხალაძესა და მის ოჯახს, არის ბრონირებული G კლასის მერსედესი, რომლის ღირებულებაც არის 459 000 ევრო, რაც დღევანდელი კურსით 1 198 038 ლარია.

სამოქალაქო პირი, ოთარ ფარცხალაძე სრულიად უკანონოდ იყენებს ფინანსური პოლიციის საკუთრებაში არსებულ ამ და კიდევ 2 ავტომობილს, რომლებიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან არის შეძენილი. მას, ასევე უკანონოდ ემსახურება ფინანსური პოლიციის დაცვის სამსახური.

აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის ავტომობილი საქართველოს არცერთ უმაღლეს პირს, არც პრეზიდენტს, არც პრემიერს და არც პარლამენტის თავმჯდომარეს არ ემსახურება”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: არ დავმალავ,ლაშა ჩხენკელი ცდილობდა ჩემი და ზვიად ჯანყარაშვილის შერიგებას
შემდეგი სტატიაკონსტიტუციის პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ხვალ ფილარმონიაში გაიმართება