კონსილიუმის წევრმა პროფილაქტიკის მიზნით მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა

„გამომდინარე იქიდან, რომ შიმშილობა არის განსაკუთრებული მდგომარეობა, მას აქვს გვერდითი, სხვა დაავადებები კიდევ და გართულებების რისკი საკმარისად მაღალია, ამიტომ, დავაყენებთ საკითხი ე.წ. პროფილაქტიკური ჰოსპიტალიზაციის შესახებ და ახლა განიხილავენ. უკვე დავწერეთ ეს ყველაფერი და რეკომენდაციები მივეცით. სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია არ არის, მაგრამ პროფილაქტიკის მიზნით, ვინაიდან გართულებების ალბათობა არის მაღალი და იმისთვის, რომ თავი დავიზღვიოთ, მივეცით რეკომენდაცია, რომ მოხდეს ჰოსპიტალიზაცია უახლოეს პერიოდში. ეს არის უფრო ინტენსიური დაკვირვებისთვის“, – ამის შესახებ კონსილიუმის წევრმა, ექიმმა, ზურაბ ფაღავამ საპატიმროში მყოფი, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა

banner
წინა სტატიაშიგოგა გულორდავა: „ნახევარიმილიონი ტურისტი დაახლოებით, 4-დან 5 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს“
შემდეგი სტატიასანამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო განიხილავს ამ საქმეს, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს ციხიდან