გოგა გულორდავა: „ნახევარიმილიონი ტურისტი დაახლოებით, 4-დან 5 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს“

წალენჯიხელებისთვის გოგა გულორდავას განსაკუთრებული წარდგენა არ სჭირდება, რადგან ამ ახალგაზრდა კაცის შესახებ აქ ყველამ ყველაფერი იცის. დიახ, ადგილობრივ მოსახლეობას გოგას პროფესიონალიზმში, საკუთარი მუნიციპალიტეტისა და ხალხის სიყვარულში ეჭვი არ ეპარება. ხალხმა ისიც იცის, რომ გოგა გულორდავა სიტყვას ყოველთვის საქმედ აქცევს, თუმცა ამის მიუხედავად, მაინც გეტყვით, რომ გოგა გულორდავა იურისტია. ამასთან,

სხვადასხვა დროს საბაჟო და საგადასახადო კანონმდებლობის, სახელმწიფო შესყიდვების, ფინანსური აღრიცხვის, აუდიტორებისა და პროკურორების სასწავლო კურსები საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნებში, მათ შორის, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და გერმანიაში აქვს გავლილი. გარდა ამისა, ჩაბარებული აქვს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა…

სხვადასხვა არასამთავრობო სექტორში მუშაობის შემდეგ, 2013 წელს გოგა  გულორდავა საჯარო სამსახურში მიდის –  წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგებლად ინიშნება. 2016 წელს, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის მაჟორიტარ წევრად წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მოსახლეობა ირჩევს.

ამჯერად, გოგა გულორდავა „ქართული ოცნებიდან“ წალენჯიხის მერობის კანდიდატია და დარწმუნებულია, რომ 30 ოქტომბერს, ანუ მეორე ტურში მოსახლეობა არჩევანს სწორედ მის სასარგებლოდ გააკეთებს. მისი თქმით, ყველა ბოლო მონაცამი ამაზე მეტყველებს.

გთავაზობთ ინტერვიუს გოგა გულირდავასთან.

 

– ბატონო გოგა, საუბარს ბანალური კითხვით დავიწყებ: წალენჯიხის მერობა რატომ გინდათ?

– აქ საქმე მხოლოდ „მინდა“-ზე არაა.

– აბა, კიდევ რაზეა?

– ცოდნა, გამოცდილება და კვალიფიკაცია, რომელიც იგივე თვითმმართველობის მიმართულებით მივიღე, მაძლევს შესაძლებლობას, რომ ჩემს ქალაქსა და კუთხეს ეფექტურად მოვახმარო. დიახ, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში თითოეული წალენჯიხელის ცხოვრება შემიძლია სხვადასხვა მიმართულებით გავაუმჯობესო. მაქვს გეგმა, რომლის განხორციელებას გამარჯვებისთანავე დავიწყებ.

– მოდით, უფრო კონკრეტულად მითხარით, როგორც მერი, წალენჯიხელებისთვის მაინც რის გაკეთებას აპირებთ?

– ძალიან კონკრეტული პროგრამა და გეგმა გვაქვს, რომელიც დროსა და ვადებშია გაწერილი. სხვათა შორის, გასული 8 წლის განმავლობაში ძირითადი რესურსი, ანუ ადგილობრივი ბიუჯეტის 70%-ზე მეტი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯებოდა.

– რატომ?

– წალენჯიხაში ინფრასტრუქტურა კრიტიკულ მდგომარეობაში იყო, მათ შორის,  გზა, წყალმომარაგების სისტემები, საბავშო ბაღები, სკოლები… გამოწვევა ამ მხრივ ისევ არსებობს, თუმცა კრიტიკული ან, გნებავთ, გადაუდებელი ინფრასტრუქტურული პრობლემების ძირითადი ნაწილი მოგვარებულია. აი, ახლაც ყველა ადმინისტრაციული ერთეულის გაზიფიცრება მიმდინარეობს, რომელიც მომავალ წელს დასრულდება.რადგან კრიტიკული ინფრასტრუქტურის ძირითადი ნაწილი მოლეულია, მიზნობრივი პროგრამებისა და მუნიცაპაულური პროექტების დასაფინანსებლად უფრო მეტი რესურსი გვექნება ადგილობრივ პროექტებში, რაც სოციალურ-ეკონომიკური კუთხით დიდ ეფექტს მოიტანს.ერთ-ერთი პრიორიტეტი ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, განვითარება და ხელშეწყობაა. ზოგმა ეს შესაძლოა, გრძელვადიან პერსპექტივად მიიჩნიოს, მაგრამ სინამდვილეში, ეს ჩვენი ხვალინდელი დღეა, რომელიც წალენჯიხასა და წალენჯიხელებს ძალიან დიდ ეკონომიკურ სიკეთეებს მისცემს. დასაქმების, შემოსავლის და ზოგადად, ტურიზმის მოზიდვა, იცით, რას ნიშნავს?

– რას?

– წალენჯიხას იგივე ტურიზმის განვითარებისთვის ძალიან დიდი რესურსი აქვს, ენგურის ატრაქციიდან დაწყებული ტობავრჩიხის ხეობით დამთვარებული.

– ბატონო გოგა, წალენჯიხაში ე.წ. შიდა ტურიზმის განვითარებაზე საუბრობთ თუ საერთაშორისო ვიზიტორებზე?

– პანდემიის გამო, საერთაშიროსი ვიზიტორების მიღების პოტენციალმა მთელი მსოფლიოს მასშტაბით დაიკლო. გამონაკლისები არც ჩვენ ვართ, მაგრამ მიუხედავად ამისა, ტურიზმი ჩვენი ქვეყნისთვის მაინც ერთ-ერთ წამყვან პრიორიტეტად  რჩება. თუ წალენჯიხაში აქამდე ტურისტები თუ ვიზიტორები თვითდინებით მოდიოდნენ, უნდა შევქმნათ ვითარება, როდესაც ტურისტი მიზანმიმართულად ჩვენთან ჩამოვა. გვაქვს ადგილები, რომლებიც კარგად ცნობილ ლოკაციებს არაფრით ჩამოუვარდება. არ არის გამორიცხული დაგვჭირდეს რებრენდინგი და ურბანული სტრატეგიული კომუნიკაციის დოკუმენტის შექმნა, რომ ვიზიტორების ნაკადები ჩვენკენ გადმოვამისამართოთ.

– ანუ, თქვენი, როგორც მერის, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება წალენჯიხის ტურიზმის მექად გადაქცევა იქნება, არა?

– რამდენადაც ხმამაღლა არ უნდა ჟღერდეს თქვენს მიერ ნათქვამი სიტყვა – მექა, დიახ მაქვს სურვილიც და გეეგმაც, რაც მთავარია.

– მშვენიერი გეგმაა, მით უმეტეს, რომ კარგად აწყობილი ტურისტული ინფრასტრუქტურა რაიონში სამუშაო ადგილებსაც შექმნის და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაც გამოსწორდება. ტურსტული კუთხით რამდენი სმუშაო ადგილი შეიქმნას აპირებთ?

– ალბათ, გახოსვთ, რომ რამდენიმე წლის წინ ენგურის ატრაქციის საერთაშორისო პროექტი დაანონსდა, რომელიც რამდენიმე ათეული  მილიონი ლარი ჯდება. პანდემიისა და სხვა ფაქტორების გამო, ამ პროექტის განხორციელება ვერ დაიწყო, თუმცა 3 თვის წინ უშალოდ პრემიერის დავალებით, სპეციალური ახალი ჯგუფი შეიქმნა და სახლემწიფომ ვალდებულება აიღო, რომ ეს პროექტი უახლოეს მომავალში განხორციელდეს.სხვათა შორის, ესტონელმა სპეციალისტებმა, რომლებიც მოვიწვიეთ,  დათვალეს და აღმოჩნდა, რომ პროექტის სრულად განხორციელების შემთხვევაში, მხოლოდ ამ პროექტის გამო, წალენჯიხა წელიწადში ნახევარმილიონ ტურისტს მიიღებს.

ნახევარიმილიონი ტურისტი კი, სხვადასხვა სექტორში, დაახლოებით, 4-დან 5 ათასამდე ახალ სამუშაო ადგილს ნიშნავს.

– და მაინც, ბატონო გოგა, რა არის თქვენი მთავარი სათქმელი  წალენჯიხელებისთვის?

– მთავარი სათქმელი ყოველთვის და ახლაც ისაა, რომ ჩვენ, ყველას წალენჯიხა ძალიან გვიყვარს. მთავარი ამოსავალი წერტილი სწორედ ესაა და ამიტომაც ვდგავართ იქ, სადაც ვდგავართ. ჩვენი საკეთებელი ყოველთვის იმას  დაუკავშირდება, რომ წალენჯიხა უფრო წარმატებული, ხოლო თითეული წალენჯიხელის ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იყოს.

– სხვათა შორის, წალენჯიხაში არაერთი დევნილი ოჯახი ცხოვრობს. მათთვის რის გაკეთებას აპირებთ?

– წალენჯიხის რამდენიმე ადმინისსტრაციულ ერთეულს ოკუპირებული ტერიტორიები ესაზღვრება. ამიტომ, ჩვენს მუნიციპალიტეტში და განსკაუთრებით მოსაზღვრე სოფლებში ოკუპაციის შეგრძნება განსკაუთრებით მძაფრია.

შესაბამისად, ჩვენი მიზანია, რომ წალენჯიხა ჩვენი აფხაზი ძმებისა და დებისთვის  მისაბაძ ქალაქად ვაქციოთ.

-სხვათაშორის, არიან ადამიანები, რომლებმაც არც თქვენ და არც თქვენს ოპონენტს არ მისცა ხმა და ეს პირველი ტურის თავისებურებით იყო გამოწვეული. მეორე ტურში ვითარებაა უკვე განსხვავებულია. რა შეიცვალა თქვენი აზრით?

-ის, სიტუაცია შეიცვალა და ამომრჩეველს არჩევანი გაუადვილდა. ყოველდღე ვხვდები იმ ადამიანებს, რომლებზეც თქვენ საუბრობთ. მათი ხმა მეორე ტურში ეკუთვნის „ქართულ ოცნებას“ და მათ წარმომადგნლებს აქ, ადგილზე. წალნჯიხელებისთვის ეს არის მორალის, ზნეობისა და პრინციპის საკითხი და მათი გადაწყვეტილება სავსებით ბუნებრივია. ამისთვის, მადლობა მინდა ვუთხრა მათ.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე: რა თემაზე უნდა ვედებატო მელიას?
შემდეგი სტატიაკონსილიუმის წევრმა პროფილაქტიკის მიზნით მიხეილ სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციის რეკომენდაცია გასცა