კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გაიმართა

 

ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის 10 წლის იუბილეს აღსანიშნავი კონცერტი გამართა. ასევე დარბაზის ფოიეში მოეწყო ხელოვნების სკოლის სამხატვრო და გამოყენებითი ხელოვნების განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ვახტანგ ყოლბაიამ ბავშვთა და მოზარდთა მხატვრულ-ესთეტიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისათვის ხელოვნების სკოლა „აფხაზეთი №1“-ის პედაგოგები და სკოლის დირექტორი თამარ ახალია მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

კონცერტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროსა და ქალაქ თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე : საგამოძიებო კომისიის მიზანი არის დროის გაწელვა და პროცესების სამთვიან ბიუროკრატულ პროცესში მოქცევა
შემდეგი სტატიასაქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით სერგო პაჭკორია, ოთარ ზუხბაია და მერი გეგეჭკორი ღირსების ორდენით დაჯილდოვდნენ